ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი – იოსელიანი მის კრიტიკაზე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი „ხელოვნურადაა ატეხილ აჟიოტაჟს“ უწოდებს კრიტიკას, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის შესახებ მის განცხადების მოჰყვა.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადამიანები, მათ შორის ომბუდსმენის აპარატის ყოფილი თანამშრომლები ლევან იოსელიანს თავშესაფრის მისამართის გასაჯაროების გამო აკრიტიკებენ. იოსელიანმა თავშესაფარზე საზოგადოებრივ მაუწყებელან ინტერვიუში 24 იანვარს ისაუბრა. იოსელიანის განცხადების კრიტიკასთან ერთად, უფლებადამცველები საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუს წაშლისკენ მოუწოდებდნენ. ინტერვიუს ეთერში გასვლიდან მეორე დღეს, 25 იანვარს, არხმა ის წაშალა.
თუმცა თავად იოსელიანი მიიჩნევს, რომ მისი განცხადება ინტერპრეტაციით გავრცელდა.
„თავშესაფრებზე რომ დაიწყეს საუბარი, კარგია, რადგან დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ. არავინ ამახვილებდა ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც თავშესაფრებშია.
თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემ მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“, – განაცხადა იოსელიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს