ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეს ადამიანები ცდილობენ გაამართლონ და მხარი დაუჭირონ იმ ქვეყანას, თუნდაც ომში მყოფს, საიდანაც დაიგეგმა ტერორისტული აქტი

ეს ადამიანები ცდილობენ გაამართლონ და მხარი დაუჭირონ იმ ქვეყანას, თუნდაც ომში მყოფს, საიდანაც დაიგეგმა ტერორისტული აქტი
იმდენად დიდია მათი სურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდების, იმას არ ფიქრობენ რომ არა სუსის მაღალ დონეზე ჩატარებული ოპერაცია, ტერორისტულ აქტს, რომელიც შეიძლება საქართველოში განხორციელებულიყო, მათი ოჯახის წევრი, მეგობარი, ნათესავი ან მეზობელი ემსხვერპლა, – ასე აფასებს ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის წარმომადგენლების გამოხმაურებებს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
ფოჩხუას თქმით, თავმოყვარე და ქვეყნის მოყვარული ამომრჩეველი ოპოზიციას მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან ისინი ცდილობენ, გაამართლონ ქვეყანა, რომელმაც ტერორისტული აქტი დაგეგმა.
“როგორ შეიძლება თავმოყვარე, ქვეყნის მოყვარულმა ამომრჩეველმა ხმა მისცეს დღევანდელ ოპოზიციას ან მხარი დაუჭიროს კოალიციური მთავრობის შექმნას მათთან, როცა ეს ადამიანები ცდილობენ გაამართლონ და მხარი დაუჭირონ იმ ქვეყანას, თუნდაც ომში მყოფს, საიდანაც დაიგეგმა ტერორისტული აქტი და მასში მონაწილეობდნენ მისი მოქალაქეები. იმდენად დიდია მათი სურვილი ძალაუფლების ხელში ჩაგდების, იმას არ ფიქრობენ რომ არა სუსის მაღალ დონეზე ჩატარებული ოპერაცია, ტერორისტულ აქტს, რომელიც შეიძლება საქართველოში განხორციელებულიყო, მათი ოჯახის წევრი, მეგობარი, ნათესავი ან მეზობელი ემსხვერპლა. აი ამიტომ არის, რომ მათი მხარდამჭერების რიცხვი დღითიდღე კლებულობს. ქვეყნის მტრებს არასდროს მისცემს ხმას ქართველი ამომრჩეველი.” – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
Next: აქტიურად მიდის ე.წ “მესამე ძალის” შექმნის პროცესი. ყველანაირად ცდილობენ, ხალხს უთხან, თითქოს ამ აგენტურას არაფერი აქვს საერთო ნაცმოძრაობასთან, არადა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.