ეს ადამიანები ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან, მათ ქართული არაფერი გააჩნიათ – ხაზარაძის განცხადებაზე

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი ხელმძღვანელების დავალებებს ასრულებენ და ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. ამის თაობაზე დედაქალაქის მერმა პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც მან ჯარს მოუწოდა, პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრონ.
„ეს ადამიანები თავიანთი ყოველდღიური ნაბიჯებით, ქმედებებით, ბოროტები არიან და ჩვეულებრივად ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. მათ ქართული არაფერი გააჩნიათ. ისინი დღეს არც ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნიან, არც საკუთარ ოჯახებს. აგენტი არ ეკუთვნი შენს ქვეყანას, პირდაპირ უნდა შეასრულო ხელმძღვანელების დავალებები გარედან, რასაც აკეთებენ კიდეც. ყველანაირ ბოროტებას, სისულელეს აკეთებენ და სჩადიან თავიანთი განცხადებებით და ქმედებებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“