“ეს ადამიანები მტრობენ ჩვენ ქვეყანას, ეკლესიას და ეპისტოლეების გამოქვეყნების ყოველ ჯერზე, ამას ვხედავთ” – რატი იონათამიშვილი

“ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ ჯერზე, რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის, ვინაიდან ეს ადამიანები მტრობენ ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას და ეპისტოლეების გამოქვეყნების ყოველ ჯერზე, ამას ვხედავთ ამ ადამიანებისგან,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან საშობაო ეპისტოლე მორიგი მიზეზია იმისა, რომ იერიში მიეტანათ საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქზე.
“უწმინდესის ეპისტოლე ამჯერადაც არის სახელმძღვანელო წერილი, წიგნი და ის ყოველ ჯერზე გამოირჩევა იმით, რომ ეს ეპისტოლეები ჩვენთვის ბევრი რამის მასწავლებელია და საზოგადოება ყოველთვის დიდი ინტერესით ეცნობა. ყოველ ჯერზე ისეთი მნიშვნელოვანი თემებია ასახული, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს, დაფიქრდეს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.
ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ ჯერზე, რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის, ვინაიდან ეს ადამიანები მტრობენ ჩვენ ქვეყანას, ჩვენს ეკლესიას და ეპისტოლეების გამოქვეყნების ყოველ ჯერზე, ამას ვხედავთ ამ ადამიანებისგან. შესაბამისად, რასთან გვაქვს საქმე და რა არის მათი ნამდვილი მიზნები და ამოცანები, საზოგადოებამ შეაფასოს,” – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება