ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

ესტონეთმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა – ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
· ესტონეთის მთავრობის მიერ 8 მაისს მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის საერთო პოლიტიკური ხაზის გაგრძელებაა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ესტონეთის ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისკენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა წერს, რომ ეს არის პასუხი „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე სამოქალაქო საზოგადოების, პროევროპული აქციების მონაწილეებისა და მედიის მიმართ.
“დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის მოთხოვნის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რიგითი ადამიანების, მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობას და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ”, – განაცხადა ცაჰკნამ.
ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად