პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ბარიერების მშენებლობა დაიწყო

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ბარიერების მშენებლობა დაიწყო

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ბარიერების მშენებლობა დაიწყო – ქალაქ ნარვაში, „მეგობრობის ხიდზე“, რომელიც ესტონეთს რუსეთის ივანგოროდს აკავშირებს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ესტონეთი კი 2025 წლის შემოდგომიდან გეგმავს, სრულად გაამაგროს რუსეთთან არსებული სახელმწიფო საზღვარი.
ირკვევა, რომ კონსტრუქცია აღჭურვილია მეტალის წინაღობით და ხიდის საავტომობილო ნაწილს ფარავს – ამით, ესტონეთი არალეგალური გადაადგილების აღკვეთას გეგმავს.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ესტონეთი ასევე გეგმავს, დაამატოს მოძრავი ბარიერებიც, რომლებითაც საჭიროების შემთხვევაში, მიგრანტთა ნაკადის შეჩერებასა და გზის გადაკეტვას საზღვრის მიღმაც უზრუნველყოფენ.
მედიის ცნობითვე, ხიდის რუსეთის ნაწილში ახალი სატრანსპორტო სასაზღვრო პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.