ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესტონეთმა რუსეთთან ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა

ესტონეთმა რუსეთთან ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა

ესტონეთმა ერთ-ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დროებით დახურა - ესტონური მედის ინფრორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის საეჭვო აქტივობა სახელდება.
გავრცელებული ცნობებით, 10 ოქტომბერს ესტონეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე რუსეთის ჩვეულებრივზე დიდი სამხედრო შენაერთი დააფიქსირეს.
სამხრეთ პრეფექტურის ოპერაციული ხელმძღვანელის, კუნტერ პედოსკის განცხადებით, სააცეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსები პატრულირებენ, თუმცა პარასკევს, ჩვეულებრივზე მეტი აქტივობა შეინიშნებოდა.
· ცნობისთვის, 19 სექტემბერს რუსულმა თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ინციდენტი ფინეთის ყურეში მოხდა, სადაც სამი რუსული ავიაგამანადგურებელი „მიგ-31“ ესტონეთის თანხმობის გარეშე შეიჭრა ქვეყნის საჰაერო სივრცეში და იქ 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.