ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ესტონეთმა კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაეწესათ.

სანქცირებულთა სიას შეემატნენ: იუსტიციის მინისტრი, გენერალურ პროკურორი, პარლამენტის წევრები, პროკურორები და მოსამართლეები.
"ეს პირები პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებულ სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები, ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებსა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს.
ესტონეთი, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით, გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას", - განაცხადა ცაჰკნამ.

ჯამში, ესტონეთმა სანქციები 102 ქართველ ოფიციალურ პირს დაუწესა.

სანქცირებულთა სიას შეემატნენ:
· გალუსტაშვილი, ნინო
· გვარაკიძე გიორგი
· გუდაშაური ალუდა
· ინჯია, ილია
· ქადაგიშვილი, ირაკლი
· ხუბეჯაშვილი, ანი
· ლაშხი მარიამ
· მაჭარაშვილი გურამ
· მეშველიანი მარი
· მეტრეველი, ვიქტორ
· ნაჭყებია, ჯვებე
· სახელაშვილი, ნინო
· სალია, პაატა
· შარმანაშვილი, თენგიზ
· შვანგირაძე, ირაკლი
· სუბარი, სოზარ
· ტაბატაძე, ალექსანდრე
· თამაზაშვილი სულხან
· ტატიაშვილი, ნათია

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.