ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესტონეთმა თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის გეგმა დაამტკიცა

ესტონეთმა თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის გეგმა დაამტკიცა

ესტონეთის მთავრობამ თავდაცვის ხარჯვის გასაზრდელად მრავალმილიარდიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-ს გადააჭარბებს.
ესტონეთმა დაამტკიცა ოთხწლიანი დამატებითი თავდაცვის დაფინანსების გეგმა, რომელიც 2.8 მილიარდ ევროს შეადგენს და მიზნად ისახავს ნატოს შესაძლებლობების სტანდარტების დაკმაყოფილებას. ახალი ხარჯები ბალტიისპირეთს საშუალოდ 5.4%-იან თავდაცვით დანახარჯზე აიყვანს მშპ-სთან მიმართებით 2029 წლამდე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა დაახლოებით 3.4%-იან მაჩვენებელს.
"ესტონეთის ეროვნული თავდაცვისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ. ესტონეთს თავდაცვისთვის ერთ წელიწადში ამდენი დამატებითი თანხა თავდაცვაზე არასდროს გამოუყვია. უკვე მომავალ წელს თავდაცვის ხარჯები მშპ-ს დაახლოებით 5.4%-ს მიაღწევს - ანუ ერთ წელიწადში 2%-ზე მეტით მოიმატებს და ამ დონეზე დიდი ხნით დარჩება" - თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა
Euronews წერს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება თავდაცვითი ხარჯების გაზრდის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების (EDF) სამხედრო შესაძლებლობებს, აღჭურვილობასა და მარაგებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
აღნიშნული გეგმა საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, დამატებით საინჟინრო ქვედანაყოფებისა და შორ მანძილზე სადაზვერვო ბატალიონების ჩამოყალიბებას, შორ მანძილზე საიერიშო შესაძლებლობების გაზრდას და სხვა ინიციატივებს გულისხმობს.
წყარო: tabula.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.