პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესტონეთი უკრაინას €3.5 მილიონით დაეხმარება Starlink-ის სისტემებით მომარაგების მიზნით

ესტონეთი უკრაინას €3.5 მილიონით დაეხმარება Starlink-ის სისტემებით მომარაგების მიზნით

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ესტონეთი-ლუქსემბურგის IT კოალიციის მეშვეობით ესტონეთი უკრაინას €3.5 მილიონს გადასცემს Starlink-ის სისტემებით მომარაგებისა და ზოგადად საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ERR-ის ცნობით, ინიციატივის ფარგლებში Starlink-ის ტერმინალების შესყიდვა IT კოალიციის მეშვეობით მოხდება, რომელსაც ესტონეთი და ლუქსემბურგი ხელმძღვანელობენ.
თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის მიხედვით, კიევმა დაადასტურა, რომ დახმარება ესაჭიროება Starlink-თან დაკავშირებადების შენარჩუნების მხრივ, რაც ბრძოლის ველზე უკრაინულ მხარეს მნიშვნელოვან ტაქტიკურ უპირატესობას ანიჭებს.
"Starlink-ის შესაძლებლობები განსაკუთრებით კრიტიკულია გამომდინარე უკრაინის მიზნიდან, მნიშვნელოვნად გააფართოოს თავისი დრონების დანაყოფები, რისთვისაც მაღალი სიმძლავრის ინტერნეტ კავშირია საჭირო," აღნიშნა პევკურმა.
მან დაამატა, რომ უკრაინა ყოველდღე მთლიანი ევროპის, მათ შორის, ესტონეთის, თავისუფლებისთვისაც იბრძვის და იარაღთან ერთად მას ტექნოლოგიური მხარდაჭერაც სჭირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.