ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესტონეთი: “აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები ზურაბიშვილის და გახარიას მიმართ”

ესტონეთი: “აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები ზურაბიშვილის და გახარიას მიმართ”

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტებს. ესტონეთი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, შეწყვიტოს ეს თავდასხმები.
“აღმაშფოთებელი და საზიზღარი თავდასხმები საქართველოში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერ ლიდერ გიორგი გახარიაზე. ესტონეთი მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს თავდასხმები და თავდამსხმელები პასუხისგებაში მისცეს”, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ დღეს, 18 თებერვალს. ე.წ. ტიტუშკებმა მას კვერცხები ესროლეს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო “ქართული ოცნების” პროპაგანდისტმა, ლიზა გეგეჭკორმა გაავრცელა. თავდასხმა დააანონსა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-ს წარმომადგენელმა ნათია ბერიძემ.
“ახლა შენი ჯერია, დაო. რომ ჩამოხვალ, “საწვიმარი” ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს”, — წერდა ნათია ბერიძე.
წინა დღით იგივე განხორციელდა გიორგი გახარიას მიმართ.
ორივე მათგანი თბილისში მიუნხენის კონფერენციიდან ჩამოვიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.