არქივი1 დეკემბერი, 2024, 01:37
ესტონეთის საგარეო უწყება - გამოვხატავთ მხარდაჭერას და სოლიდარობას ყველა ქართველი დიპლომატისა და სხვა საჯარო მოხელის მიმართ

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ დიპლომატებსა და სხვა საჯარო მოხელეებს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
„გამოვხატავთ მხარდაჭერას და სოლიდარობას ყველა ქართველი დიპლომატისა და სხვა საჯარო მოხელის მიმართ, რომელიც დაუღალავად მუშაობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და ახლა ხედავს, რომ მუშაობის ნაყოფს ართმევენ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.