არქივი28 დეკემბერი, 2024, 22:09
ესტონეთის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა - მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მუქარებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს მომავლისთვის, ოფიციალური პირებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა აღადგინონ. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და პრეზიდენტის წინააღმდეგ მუქარებს," - წერს კარისი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.