ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს საქართველოს მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო გადაყენებით ემუქრებიან

ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს საქართველოს მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო გადაყენებით ემუქრებიან
ესტონეთის პარლამენტის საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ლაური ლაატსს გადაყენებით ემუქრებიან, ვინაიდან ის საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებს. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
ლაატსის გადაყენების ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია Eesti 200-ის წევრი ანდო კივიბერგია.
„საქართველოში სიტუაცია ძალიან მძიმეა. სცემენ როგორც მშვიდობიან მომიტინგეებს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. მათ აკავებენ და ძალით გაჩუმებას ცდილობენ. საქართველოს მმართველმა პარტიამ ახლახან შეაჩერა ყველა პროცესი, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. ამავდროულად ესტონეთსა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს „ცენტრისტული“ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ლაური ლაატსი, რომლის გამოსვლებიც რიიგიკოკუს [ესტონეთის პარლამენტის] დიდ დარბაზში, საქართველოსთან დაკავშირებით, ნათლად ემყარება საქართველოში მმართველი პარტიის თეზისებს“, – თქვა კივიბერგმა.
„ამრიგად, ასეთი გზავნილები მე ეჭვს არ მიტოვებს იმის თაობაზე, რომ ჩვენთვის მტრული სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება ლაატსის განცხადებები. რიიგიკოკუს წევრები, რომლებიც დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უჭერენ მხარს, ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ახალი ხელმძღვანელის არჩევნების ჩატარებას გვთავაზობენ, რათა ესტონური პარლამენტის მხარდაჭერას პირველ რიგში ქართველი ხალხი და არა მმართველი პარტია გრძნობდეს“, – დასძინა მან.
მისი თქმით, დეპუტატები განიხილავენ ამ საკითხს და მეგობრობის ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს დანიშნავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია შეიძლება ყველაფერში აკრიტიკებდეს ხელისუფლებას, ეს დემოკრატიის წესია, ნორმალურია, მაგრამ ერთი ოპოზიციონერი არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით იქ, სადაც ომის საფრთხის თავიდან არიდებაზე იყო საუბარი, ეს არის ფაქტი, დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს

ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის