ესპანური ღვინის გამოცემა „Vinos Y Camino“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

„საქართველომ Madrid Fusión-ს ქართული ღვინო და გასტრონომია გააცნო“-ამ სათაურით გამოცემა Vinos Y Camino მსოფლიოს უდიდეს გასტროკონგრესზე საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობას ეხმაურება და კულინარიული და ღვინის ტურისტული მიმართულების შესახებ წერს.
„ქართული ღვინო სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში, ახალი აღმოჩენებით საქართველო უძველესი ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინის წარმოება 8000 -წლოვან ისტორიას ითვლის. შულავერში უძველეს დასახლებაში აღმოჩენილი არქეოლოგიური კვლევებით მტკიცდება, რომ საქართველო ღვინის აკვანია. მეღვინეობა საქართველოს 9 რეგიონს მოიცავს, თითოეული კუთხე განსხვავებულია კლიმატით და ნიადაგით. საქართველოში ვაზის 525 ჯიშია.
რაც შეეხება ქართულ გასტრონომიას, ეს არის კერძებისა და ღვინის ტრადიციების შერწყმა, რომელიც მოიცავს ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციას, ეს არის სუფრა, სადაც მრავალფეროვან კერძებთან და ღვინოსთან ერთად ადამიანები სადღეგრძელოებს ამბობენ და მღერიან“, – წერს Vinos Y Camino.
სტატიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ტურისტული ადგილების აღწერას.
„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს, საქართველო მდიდარია ტურისტული ადგილებით. აქ ნახავთ ორი ათასს მინერალურ წყაროს, 12 ათასზე მეტ ისტორიულ და კულტურულ ძეგლს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს, ტყეებს, დაცულ ტერიტორიებს, ეროვნულ პარკებს. საქართველოში შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება, ლაშქრობა, ცხენოსნობა, სპორტული თევზაობა და სხვა აქტივობები“, – წერს Vinos Y Camino.
ესპანეთში, მადრიდში მიმდინარე მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტროკონგრესზე Madrid Fusión 2024 საქართველომ სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
კონგრესზე მადრიდში მდებარე რესტორანმა “ნუნუკამ” და შეფმზარეულმა დავით ნარიმანაშვილმა ქართული სამზარეულო წარადგინეს. გასტროკონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხეცურიანმა ქართული ღვინის მრავალი საუკუნოვანი ისტორია გააცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად