არქივი13 მარტი, 2025, 18:38
ესპანეთში, ხელოვნური ინტელექტის რეცეპტით ჯინი გამოუშვეს

ესპანურმა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა Beveland-მა გამოუშვა ჯინი Aigin–ი, რომლის რეცეპტის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენეს – წერს Drinks International.
სასმლის შესაქმნელად საოჯახო კომპანიამ გამოიყენა ალგორითმები, რომლებიც აანალიზებდნენ ინგრედიენტების 2 მილიონზე მეტ კომბინაციას, დისტილაციის მეთოდებსა და მაცერაციას.
მწარმოებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტექნოლოგიის განვითარების მიუხედავად, ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია სასმლის შექმნა დამოუკიდებლად.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.