ესპანეთში წელს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში 228 ხანძრის შედეგად 382 607 ჰექტარი დაიწვა

ესპანეთში წელს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში 228 ხანძრის შედეგად 382 607 ჰექტარი დაიწვა.
მედიის ინფორმაციით, შესაბამის მონაცემებს ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემა (EFFIS) ავრცელებს.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ესპანეთში ხანძრების შედეგად დამწვარი ფართობი თითქმის კუნძულ მალიორკის ფართობს უტოლდება.
EFFIS-ის მიერ მოწოდებული უახლესი მონაცემების თანახმად, ხანძრის შედეგად წელს განადგურებული ტერიტორიის ფართობი თითქმის ცხრაჯერ აღემატება 2024 წელს დამწვარი ტერიტორიის ფართობს, როდესაც 219 ხანძრის შედეგად 42 615 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.
ესპანეთი ამჟამად ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 40 ხანძარს ებრძვის, რასაც სიცხის 16-დღიანმა ტალღამაც შეუშალა ხელი, რომელიც გუშინ დასრულდა.
ესპანეთში ხანძარი ორშაბათს, პიკოს დე ევროპა მთის ქედის სამხრეთ კალთებზე გავრცელდა, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა პოპულარული კამინო დე სანტიაგოს მომლოცველთა მარშრუტის ნაწილი დაეხურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა