არქივი18 ნოემბერი, 2025, 13:55
ესპანეთი უკრაინისთვის აშშ-სგან 1 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღს შეიძენს

ესპანეთი უკრაინისთვის აშშ-სგან 1 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღს შეიძენს, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანა ნატო-ს ინიციატივა PURL-ის ფარგლებში აშშ-სგან უკრაინისთვის შეიარაღების შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს.
გამოცემის ინფორმაციით, მადრიდში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იარაღის მწარმოებელი ესპანური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება.
ცნობისთვის, დღეს მადრიდში ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან მოლაპარაკებებს გამართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.