ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანეთი - საქართველო. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ [VIDEO]

ევროპის ჩემპიონტის მერვედფინალური მატჩის პირველი ტაიმის საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 1:1 დასრულდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, როგორც წინა შეხვედრაში პორტუგალიასთან. როგორც მოსალოდნელი იყო მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და პედრის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაუეფლა. შემდეგ გიორგიმ კარვახალს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. „ჯვაროსნები“ კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას დაწინაურდნენ - კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიასთნ ბრძოლაში ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თამაში დაიძაბა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კუკურელიას და უილიამსმა გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. თუმცა, როდრიმ ანგარიში გაათანაბრა.
თან, კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ალთუნაშვილმა შეცვალა.
ესპანეთი - საქართველო
გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18), 1:1 როდრი (39)
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი 41), ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.