ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი გამაფრთხილებელი ზომები, მათ შორის მოთხოვნა, რომ ისრაელმა რაფაჰში სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს, სავალდებულოა – ისრაელმა მათ პატივი უნდა სცეს

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს და რაფაჰში სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს.
„საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილი გამაფრთხილებელი ზომები, მათ შორის მოთხოვნა, რომ ისრაელმა რაფაჰში სამხედრო ოპერაცია შეაჩეროს, სავალდებულოა. ისრაელმა მათ პატივი უნდა სცეს“, – წერს ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი X-ზე.
ცნობისთვის, გუშინ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ისრაელს რაფაჰში სამხედრო ოპერაციის შეჩერებას უბრძანებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება