ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დეესკალაციის მოწოდებით გამოვიდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დეესკალაციის მოწოდებით გამოვიდა

19 სექტემბერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დეესკალაციის მოწოდებით გამოვიდა მაშინ, როცა, ლიბანის ხელისუფლების თანახმად, 37-ს მიაღწია პორტატიული საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა.
„დღეს ესკალაციის საფრთხე კვლავ სახიფათოდ იზრდება“ ლიბანში, განაცხადა სანჩესმა პრესკონფერენციაზე, რომელიც პალესტინის ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან ერთად გამართა. „ამიტომ კვლავ უნდა გამოვიდეთ თავშეკავების, დეესკალაციისა და ქვეყნებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ახალი მოწოდებით მშვიდობის სახელით,“ დასძინა მან.
ისრაელს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი გასამხედროებული დაჯგუფება ჰეზბოლას მებრძოლების წინააღმდეგ მიმართული თავდასხმების უპრეცედენტო ტალღაზე (ჰეზბოლა აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული).

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.