ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანეთის პრემიერმინისტრი თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობის მიღებას დაჰპირდა

ილია თოფურია ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა მიიღო. ინფორმაციას გამოცემა Marca ავრცელებს.
“მეორე ოცნებაც ძალიან მალე აგიხდება. შენი სიყვარული ესპანეთის მიმართ ესპანეთის მოქალაქეობაში აისახება”. – უთხრა პედრო სანჩესმა თოფურიას.
ჩემპიონობის შემდეგ, ილია თოფურიამ გადაცემაში El Hormiguero განაცხადა, რომ მისი ოცნებაა, ესპანეთის მოქალაქეობა მიიღოს. თოფურიას თქმით, ის გეგმავდა, რომ ესპანეთის პრემიერმინისტრისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად დახმარება პირადად ეთხოვა.
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი გახდა. მებრძოლმა ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.