არქივი10 აპრილი 2024, 11:55
ესპანეთის პრემიერი - საერთაშორისო თანამეგობრობა პალესტინის სახელმწიფოს ვერ დაეხმარება, თუ მის არსებობას არ აღიარებს
საერთაშორისო თანამეგობრობა პალესტინის სახელმწიფოს ვერ დაეხმარება, თუ იგი მის არსებობას არ აღიარებს, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
„ისრაელის არაპროპორციული პასუხი ახლო აღმოსავლეთის და შედეგად, მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაციის რისკს ქმნის. საერთაშორისო თანამეგობრობა პალესტინის სახელმწიფოს ვერ დაეხმარება, თუ იგი მის არსებობას არ აღიარებს“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, ევროპის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.