ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანეთისა და პორტუგალიის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

ესპანეთისა და პორტუგალიის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. მისი შეწყვეტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ესპანეთის ენერგოკომპანია REE-ს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 29 აპრილის 04:00 საათისთვის ენერგომომარაგება განახლებული იყო 87,37%-ით. პორტუგალიის ენერგოკომპანია REN-მა გასულ ღამით განაცხადა, რომ ქსელში ისევ ჩართეს 89-დან 85 ქვესადგური.
ესპანეთისა და პორტუგალიის ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია 28 აპრილს, დღისით მოხდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ანდორას და საფრანგეთის ნაწილსაც.
ენერგომომარაგების შეწყვეტამ ესპანეთსა და პორტუგალიაში გამოიწვია მეტროს, რკინიგზის და აეროპორტების მუშაობის შეჩერება, გაითიშა ინტერნეტი, ბანკომატები და შუქნიშნები. ესპანეთის შსს-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პორტუგალიის ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ენერგომომარაგების შეწყვეტამდე ესპანეთის ელექტროსისტემაში ძაბვის ანომალიური მერყეობა დაფიქსირდა. ესპანური მხარის ცნობით, პრობლემა წარმოიშვა საფრანგეთთან დამაკავშირებელ ქსელზე, რამაც „დომინოს ეფექტი“ გამოიწვია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კიბერშეტევამ გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.