ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესეც თუ ფეხბურთია - როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "ლაციოსთან" მატჩში?

ესეც თუ ფეხბურთია - როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "ლაციოსთან" მატჩში?

სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში, "ლაციოსთან" სახლში წაგებულ მატჩში (0:1) "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ პარტნიორებმა მხარი ვერ აუბეს, განსაკუთრებით პასიური რომელუ ლუკაკუ გახლდათ. ხვიჩას ძალიან ეუხეშებოდნენ, თუმცა როგორც ეს იტალიაში უკვე წესადაა მიღებული, მსაჯი ამაზე არ რეაგირებდა.
საერთოდაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, „კვარა“ სერია A-ში გამორჩეული ფეხბურთელია და მისდამი დაინტერესება განსაკუთრებულია. ამის დასტურად ერთ ფაქტს მოგიყვანთ - ფრანგულმა „ეკიპმა“ თავის სპორტულ გვერდზე მთავარ თემად არა ადგილობრივი ჩემპიონატის შეხვედრები, არამედ ნეაპოლელთა თამაში გაიტანა და რა
თქმა უნდა, ყურადღება ქართველზე გაამახვილა. ვფიქრობ, მიზეზს ახსნა არ სჭირდება.
კვარაცხელიას „ლაციოსთან“ ასპარეზობა ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.4, flashscore 7.0, whoscored 6.7.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.