არქივი4 აპრილი, 2024, 11:27
ესაა რუსული კანონის ამოცანაა, ეს გააკეთა პუტინმაც – სამადაშვილი
პარტია “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი “რუსულ კანონზე” საუბრისას, ამბობს:
პაპუაშვილმა გუშინ პირდაპირ გამოაცხადა, რომ ამ კანონს იღებენ იმისთვის, რომ ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ევროპული დემოკრატიის ფონდის აქტივობა შეზღუდონ ქვეყანაში. ეს გააკეთა ვლადიმერ პუტინმა, ლუკაშენკომ. ამიტომ ამ კანონის ამოცანა და არსი ის კი არ არის, რომ გამჭვირვალეობა განმტკიცდეს, არამედ მათი ამოცანა არის, რომ შეზღუდონ არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქტივობა. ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა თავის დროზე ვლადიმერ პუტინმა”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.