ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ესაა ის რაზედაც დღე და ღამ ოცნებობს ივანიშვილი და მისი ხროვა“ – შალვა ნათელაშვილი

„ესაა ის რაზედაც დღე და ღამ ოცნებობს ივანიშვილი და მისი ხროვა“ – შალვა ნათელაშვილი

„ესაა ის რაზედაც დღე და ღამ ოცნებობს ივანიშვილი და მისი ხროვა“ – შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
„რუსეთის საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელმა ბასტრიკინმა გამოაცხადა,რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გუშინ, თბილისში გამართულ ცნობილ კონცერტზე, რუსეთის სახელმწიფო დროშის შეურაცხოფასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით უნდა გავაცნობიეროთ,რომ დღეს, როდესაც საქართველო ეყრება პრო–მოსკოვურ რეჟიმს,არ უნდა მივცეთ საფუძველი კრემლს, რათა მან დააგროვოს მეტი არგუმენტები ოლიგარქის მხარდასაჭერად,შიგა პროცესებზე ზეწოლის გასაძლიერებლად და ამ დიდი განმათავისუფლებელი ტალღის რუსოფობიურ მოვლენად წარმოსაჩენად. ესაა ის რაზედაც დღე და ღამ ოცნებობს ივანიშვილი და მისი ხროვა. ისე ამგვარად ოპერატიულად რომ ემოქმედა რუსეთის საგამოძიებო უწყებას, მაშინ როდესაც მოგვიკლეს მათმა სამხედროებმა თუ სატელიტებმა ტატუნაშვილი,ოთხოზორია,ღინტური ბევრად უკეთესი იქნებოდა იმ განწყობის გასანეიტრალებლად,რასაც ასე ფაქიზად განიცდიან მოსკოვში.“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.