ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) აღმასრულებელმა დირექტორმა სოფო ახობაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, მემორანდუმი საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის, კონსერვაციის და გარემოსდაცვითი განათლების განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობას, ასევე, ტყის მდგრადი მართვისა და ტყის ეკოსისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
„კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ეროვნულ სატყეო სააგენტოს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებს. მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო გააღრმავებს და პრაქტიკულს გახდის არსებულ თანამშრომლობას ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეკოსისტემის და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენისა და კონსერვაციის საკითხებში დაგეგმილი გვაქვს ერთობლივ პროექტების განხორციელება“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა