არქივი2 სექტემბერი, 2024, 23:06
ეროვნულმა ბანკმა BMatch-ის პლატფორმაზე იანვარ-ივლისში 68.8 მლნ დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა ივლისში 1.9 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა, ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში წერია.
„მაღალი სავალუტო შემოდინების ფონზე, სებ-მა 2024 წლის ივლისში 1.9 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით.
ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ივლისში, სებ-ის წმინდა შესყიდვამ 68.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (შეისყიდა 288.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გაყიდა 219.8 მლნ აშშ დოლარი)“, - წერია მიმოხილვაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.