ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნულმა ბანკმა 8 საფინანსო ორგანიზაცია ჯამში 33 000 ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა 8 საფინანსო ორგანიზაცია ჯამში 33 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა.
8 ივლისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებების თანახმად, დაჯარიმების ძირითადი მიზეზი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების დაგვიანებით წარდგენაა, კერძოდ:
სესხის გამცემი სუბიექტი შპს "საფინანსო პლიუსი" 5 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.
სესხის გამცემი სუბიექტი შპს "NI-SA კრედიტი" 5 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს "ტასო 2023" 3 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.
სესხის გამცემი სუბიექტი სს "ჯეოკაპიტალი" 5 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს "პ 360 02" 3 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს "ვიპ-კრედიტი" 3 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს "გიგა 1974" 6 000 ლარით დაჯარიმდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის განმეორებით წარუდგენლობის გამო.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ინდივიდუალური მეწარმე "თენგიზ გუგუმბერიძე" 3 000 ლარით დაჯარიმდა - ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენლობის გამო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.