პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ბანკი 3.5 მილიონი ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ბანკი 3.5 მილიონი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნული ბანკი "საქართველოს ბანკის" მიმართ ფინანსური სანქციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სებ-მა საქართველოს ბანკი 3.5 მილიონი ლარით დააჯარიმა. ეს მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი ფინანსური სანქციაა, რაც კომერციული ბანკის მიმართ სებ-მა გამოიყენა.
სანქცია ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების მეხუთე მუხლის მოთხოვნის დარღვევას უკავშირდება, რაც კლიენტის შემოსავლის დადასტურების ვალდებულებებს განსაზღვრავს.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, კომერციული ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“ (ს/ნ 204378869, ლიცენზიის ნომერი №86) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის“ მე-2 მუხლის 8 10 პუნქტის საფუძველზე 3,485,000 (სამი მილიონ ოთხას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარით დააჯარიმა. აღნიშნული სანქცია (ფულადი ჯარიმა) მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის ფაქტებს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.