ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 124,5 მილიონი დოლარით შეავსო

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას აგრძელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 124.5 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 4.1 მლრდ. დოლარს შეადგენს.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
ამასთან, 2024 წლის 11 თვეში სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $8.1 მილიონი
თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა შესყიდვა $77.5 მილიონი
მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $127.9 მილიონი
აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $73.1 მილიონი
მაისი – გაყიდვა $108.7 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $9.1 მილიონი
ივნისი – გაყიდვა $60 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $42 მილიონი
ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $1.9 მილიონი
სექტემბერი – Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $106.5
ოქტომბერი – გაყიდვა $213.4 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $377.7
ნოემბერი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $124.5
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 იანვარს გამოაქვეყნებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა