ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნულმა ბანკმა „ლაზიკა კაპიტალი“ 23 000 ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა „ლაზიკა კაპიტალი“ 23 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი“ 23 000 ლარით დააჯარიმა.
ჯარიმის დაკისრების მიზეზები შემდეგია:
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად ან/და ვადის გადაცილებით წარდგენის 3 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. შესაბამისად, მისო სამი შემთხვევისათვის, სულ - 6 000 ლარით დაჯარიმდა.
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ ფაქტორების გათვალისწინების გარეშე კლიენტისათვის რისკის მინიჭების/გადაფასების 4 ფაქტი, რაც დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის ოთხი შემთხვევისათვის, სულ - 12 000 ლარი.
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში არ არის განხორციელებული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ზომა, კერძოდ კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ მიუღია გონივრული ზომა კლიენტების ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დასადგენად, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3 000 ლარის ოდენობით.
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა საქმიანობის არსის დადგენა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2 000 ლარით.
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი“ ბაზარზე სააქციო საზოგადოების ფორმით 2007 წლიდან ოპერირებს, 2000-2007 წლებში კი ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელწოდებით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.