ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკი“ ჯამურად 250 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომერციულ ბანკის ფულადი სანქციები რამდენიმე დარღვევისთვის დაეკისრა.
„თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით შემდეგი დარღვევებისთვის დაჯარიმდა:
· 4 კლიენტთან მიმართებით, განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების დადგენილ ვადებში წარუდგენლობის გამო;
· ადგილზე შემოწმების შედეგად წერილობით გაცემული 3 მოთხოვნის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის ფაქტის გამო;
· 1 კლიენტთან მიმართებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაუცემლობის გამო;
· 1 კლიენტთან მიმართებით კლიენტის KYC დოკუმენტის განუახლებლობის გამო;
· 23 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა რისკის შესაბამისი პრევენციული ზომები;
· შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 3 შემთხვევის გამო;
· 20 შემთხვევაში გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო (5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის);
· 46 შემთხვევაში „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის გამო (5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისათვის);
· 1 შემთხვევაში ბანკის მხრიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.