ეროვნულმა ბანკმა დამატებით $60 მილიონი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე დღეს, 11 ივნისს, 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.
გუშინ, 10 ივნისს, ლარი აშშ დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა.
11 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც გუშინ 10 ივნისს 17:00 საათზე დადგინდა, ლარი აშშ დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 11 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებად 2.8490 ლარი განისაზღვრა, რაც წინა დღის კურსზე 0.0243 ლარით მეტია.
ლარის კურსმა გაუფასურება მაისში დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რუსული კანონის შემობრუნების გამო მასობრივი აქციები გაიმართა.
გაუფასურების პარალელურად, ბოლო ერთ თვეში. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ