ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 20-გრამიანი 93 ოქროს ზოდი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ორ დღეში 20-გრამიანი 93 ოქროს ზოდი გაყიდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ბანკიდან მიაწოდეს.
ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბერს დილით დაიწყო. გასაყიდად არის გამოტანილი 1 კგ-იანი ზოდებიც, რომელთაგან ჯერ მხოლოდ ერთი შეიძინეს.
6 დეკემბრის მონაცემებით:
· 1 კგ-იანი ოქროს ზოდი ღირს 183 993 ლარი;
· 20 გრ-იანი ოქროს ზოდის ფასია 3680 ლარი.
ჯამში ეროვნულ ბანკმა შემოსავლის სახით მიიღო 526 ათას ლარზე მეტი.
“ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ბანკის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა ზოდს აქვს უნიკალური ნომერი და დამზადებულია დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ