ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ლევან ღირსიაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შეხვედრა გამართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ლევან ღირსიაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ავრცელებს.
მათი ცნობით, ალი ქაან ორბაიმ ლევან ღირსიაშვილს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაესვა.
შეხვედრას ასევე დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი, სულთან ალაილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.