არქივი17 ნოემბერი, 2023, 09:00
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით "საქმიანი ეზოების" მოწყობა მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით "საქმიანი ეზოების" მოწყობა მიმდინარეობს. მოწყობილია 40 "საქმიანი ეზო". დამატებით 17 ობიექტის განთავსება წლის ბოლომდე კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი მცხეთა-მთიანეთში გაეცნო. საქმიანი ეზოებიდან მოსახლეობა შეძლებს საშეშე, ასევე სამასალე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.