ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნული გვარდიის სამხედრო – საჩვენებელი ორკესტრი ფესტივალის – „Bremen Tattoo 2026″ საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა

ეროვნული გვარდიის სამხედრო – საჩვენებელი ორკესტრი ფესტივალის – „Bremen Tattoo 2026″ საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა

ეროვნული გვარდიის სამხედრო – საჩვენებელმა ორკესტრმა, გერმანიაში, ქალაქ ბრემენში გამართულ საერთაშორისო მარშის მუსიკის ფესტივალის – „Bremen Tattoo 2026″ საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„„Bremen Tattoo 2026″ უკვე მეშვიდედ იმართება ბრემენის OVB არენაზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრები, მუსიკალური გუნდები, მოცეკვავეები და სოლისტები იღებენ მონაწილეობას და ორკესტრის მუსიკას ქორეოგრაფიის თანხლებით წარმოადგენენ.
ფესტივალში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავეები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის „Bremen Tattoo 2026″ მუსიკალური ხელმძღვანელი და მონაწილე ორკესტრების მთავარი დირიჟირი, ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კობა მერმანიშვილი გახლდათ“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული გვარდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.