ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს

ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს
კრწანისის სამხედრო ბაზაზე ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების რეზერვისტების სამხედრო ფიცის მიღების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო. ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეზერვისტებს ფიცის მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა. გენერალმა განსაკუთრებული მადლობა რეზერვში ჩარიცხულ ქალბატონებს გადაუხდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სწავლების პროცესში მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებმა მადლობის სიგელები მიიღეს.
ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და რეზერვისტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 201-ე, 202-ე, 203-ე და 204-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონები დაკომპლექტებულია თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონების მოქალაქეებით. ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა, ტრადიციულად, რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს.
4-წლიან სარეზერვო სამსახურში რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეს მოიცავს. მომზადების კურსის მთავარი ამოცანა გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალური საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები სარგებლობენ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ.
Next: საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისადმი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილმა ბევრ შეკითხვას გასცა პასუხი, “ქართული ოცნების” ე.წ. არცნობის საკითხი მკაფიოდ გაქრა და გამოიკვეთა ვაშინგტონის სურვილი თანამშრომლობის არეალის გაფართოებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც