ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნული გამოცდების პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება

ეროვნული გამოცდების პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება

ეროვნული გამოცდების პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
,,2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას ,,ბედნიერ ერს'', ,,პასუხის პასუხს'', ,,განდეგილს'', აჩრდილს და ,,ოთარაანთ ქვრივს'', როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოებს მთლიანად ან კიდევ ვაჟას ,,პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმ"-ს ... ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!''- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.