ეროვნული ბანკი – საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურზე შეინარჩუნა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურზე შეინარჩუნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, S&P Global Ratings-ი ელის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი შეინარჩუნებს ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას არსებული გაურკვევლობის ფონზე. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, საქართველოს საბანკო სექტორი სტაბილურია, ბანკები მაღალკაპიტალიზებულია და ლიკვიდურობის საჭირო ბუფერებს ინარჩუნებენ.
„ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს საბანკო რეგულაციას, როგორც ეფექტურს და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისს, რომელიც გამოირჩევა მყარი კორპორაციული მმართველობითა და გამჭვირვალობის სანაქებო დონით“, – ნათქვამია S&P Global Ratings-ის მიმოხილვაში.
სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა შედარებით გონივრული რჩება, განსაკუთრებით რეგიონულ კონტექსტში. ეფექტური პოლიტიკის პარამეტრები ნაწილობრივ განპირობებულია სტრუქტურული რეფორმებით, რომლებმაც ასევე გააუმჯობესეს ბიზნეს გარემო.
ამასთან, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.6% იქნება, ხოლო საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5.9%-ით, 2026 წელს კი 5.2%-ით გაიზრდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს