ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნული ბანკი - ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებს შეხვდა

ეროვნული ბანკი - ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებს შეხვდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვენაში, Raiffeisen Bank-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდა.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა როგორც საქართველოში წარმოდგენილ, ისე პოტენციურ ინვესტორებს ქვეყანაში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ნათია თურნავამ ინვესტორებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფინანსურ სტაბილურობის განმტკიცებასა და დოლარიზაციის შემცირების წარმატებულ პოლიტიკაზე, რაც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისა და საფინანსო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„ამ შეხვედრაში მონაწილეობდა 25-ზე მეტი ინსტიტუციური ტიპის ინვესტორი, ფონდები, სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფები, რაც მეტყველებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია და ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მიმზიდველ ადგილად რჩება ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ინვესტორებთან შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე მონაწილეობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.