ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ანალიტიკურ ანგარიშს აქვეყნებს.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიშში საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული.
„საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვას" და "საფინანსო სექტორის მიმოხილვას". როგორც წინა თვეში, ამ ანგარიშშიც საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული.
გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.
დეკემბრის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში, მისამართზე - რუბრიკაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.