არქივი19 დეკემბერი, 2024, 15:51
ერთ წელში პლუს 9 პოზიცია - FIFA-მ 2024 წლის ბოლო სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა

FIFA-მ 2024 წლის ბოლო სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების მდგომარეობა უცვლელია და კვლავ 68-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრებმა 2024 წელი 77-ე პოზიციაზე დაიწყო და საბოლოდ წინ 9 პოზიციით წაიწია. სანიოლის გუნდმა ყველაზე მაღალი რეიტინგი კი ამა წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა, როდესაც 66-ე პოზიციას იკავებდა.
მსოფლიო რეიტინგს კვლავ არგენტინა ლიდერობს. "ალბისელესტეს" შემდეგ საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და ბრაზილია მოდიან.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.