არქივი10 დეკემბერი 2025, 20:39
ერთ წელიწადში ჯანდაცვაზე ფასები 8.1%-ით გაიზარდა - ჰარმონიზებული ინდექსი

მიმდინარე წლის ნოემბრის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 8,1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის მონაცემებში, რომლებსაც საქსტატი ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე ფასები 6,9 პროცენტითაა გაზრდილი, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 9,1 პროცენტით, ხოლო საავადმყოფოების მომსახურებაზე 9%-ით.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.