ერთ წელიწადში, რეადმისიით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 4173 პირზე გაიცა

ერთ წელიწადში, რეადმისიით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 4173 პირზე გაიცა.
უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ, 2024 წელს რეადმისიის სულ 4196 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 23-ზე გაიცა.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 2 537 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (700); საბერძნეთი (200); შვეიცარია (148); იტალია (91); პოლონეთი (90); ირლანდია (66); ესპანეთი (58); ბელგია (48); დიდი ბრიტანეთი (42); ავსტრია (38); ჰოლანდია (37); შვედეთი (25).
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)