ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ერთ პოპულარულ სპორტსმენს გაქოცებას უპირებენ, არც ისაა გამორიცხული, კარიერა ნაადრევად დაამთავრებინონ და ახლავე სიაში ჩაწერონ“ – რომან გოცირიძე

“ერთ პო­პუ­ლა­რულ სპორ­ტსმენს გა­ქო­ცე­ბას უპი­რე­ბენ, არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, კა­რი­ე­რა ნა­ად­რე­ვად და­ამ­თავ­რე­ბი­ნონ და ახ­ლა­ვე სი­ა­ში ჩა­წე­რონ“ – ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი რო­მან გო­ცი­რი­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ “თუ გინ­და, რომ ერთ დროს საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნი ქვეყ­ნის უმე­ტე­სო­ბას შეს­ძულ­დე, დე­პუ­ტა­ტი უნდა გახ­დე“.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­პუ­ტა­ტი არ აკონ­კრე­ტებს, თუ რო­მელ მოქ­მედ პო­პუ­ლა­რულ სპორ­ტსმენ­ზეა მის სტა­ტუს­ში სა­უ­ბა­რი:
“ამ­ბო­ბენ, სიყ­ვა­რუ­ლი­დან სი­ძულ­ვი­ლამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი­აო.
თუ გინ­და, რომ ერთ დროს საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტსმე­ნი ქვეყ­ნის უმე­ტე­სო­ბას შეს­ძულ­დე, დე­პუ­ტა­ტი უნდა გახ­დე. თა­ვად დე­პუ­ტა­ტო­ბა კი არ არის სი­ძულ­ვი­ლის წყა­რო, არა­მედ ის, რის გა­კე­თე­ბა­საც გა­ი­ძუ­ლე­ბენ. შე­უძ­ლი­ათ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის მქო­ნე ძა­ლა­დო­ბის­თვის გა­მო­გი­ყე­ნონ, შე­უძ­ლი­ათ “ხალ­ხის ძა­ლის” მსგავს წარ­მო­ნაქ­მნში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა მოგ­თხო­ვონ და სა­მუ­და­მოდ მო­ღა­ლა­ტის იარ­ლი­ყი და­ირ­ტყა ზურ­გზე, შე­უძ­ლი­ათ რუ­სულ ან სხვა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ კა­ნო­ნებ­ზე გა­ი­ძუ­ლონ მხარ­და­ჭე­რა. მერ მოხ­დე­ბა ისე, როცა აპ­ლო­დის­მენ­ტებს ნაჩ­ვევ ადა­მი­ანს ქუ­შა­ში გა­მოს­ვლი­სას და­გის­ტვე­ნენ. ეს სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში.
ახლა ვამ­ჩნევ, რომ ერთ პო­პუ­ლა­რულ სპორ­ტსმენს გა­ქო­ცე­ბას უპი­რე­ბენ. არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, კა­რი­ე­რა ნა­ად­რე­ვად და­ამ­თავ­რე­ბი­ნონ და ახ­ლა­ვე სი­ა­ში ჩა­წე­რონ.
ზე­მოთ ნათ­ქვა­მი, ალ­ბათ ხალ­ხუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მი, ფრო­იდ­მა კი­დევ უფრო გა­ნავ­რცო: “სიყ­ვა­რუ­ლი­დან სი­ძულ­ვი­ლამ­დე ერთი ნა­ბი­ჯია, ხოლო სი­ძულ­ვი­ლი­დან სიყ­ვა­რუ­ლამ­დე კი­ლო­მეტ­რო­ბით ნა­ბი­ჯი”!“ – წერს რო­მან გო­ცი­რი­ძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.