არქივი28 დეკემბერი, 2024, 16:20
„ერთობის ჯაჭვს“ კახეთშიც შეუერთდნენ

ახმეტაში, ისევე როგორც კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე „ერთობის ჯაჭვში“ ჩაებნენ.
მათ საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს და შეძახილებით მოიარეს ქუჩები.
აქციების დაწყებიდან ერთი თვის თავზე, პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, სანამ აქციებზე უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.