ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ერთობა” - ვრჩებით რუსთაველის გამზირზე და ვათენებთ ღამეს

“ერთობა” - ვრჩებით რუსთაველის გამზირზე და ვათენებთ ღამეს

დღეს, ყველანი ვრჩებით რუსთაველის გამზირზე და ვათენებთ ღამეს. არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება, - ამის შესახებ ორგანიზაცია „ერთობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ერთობა“ მოქალაქეებს მოუწოდებს, ვისაც ღამით რუსთაველის გამზირზე ყოფნა არ შეუძლია, დილით ჩაანაცვლონ აქციის მონაწილეები, რათა საპროტესტო აქცია არ დასრულდეს.
„როგორც ჩანს, შუშის სასახლეში გამოკეტილი ოლიგარქი არ აპირებს, მოისმინოს ხალხის ხმა.
მაგრამ - მოუწევს!
დღეს, ყველანი ვრჩებით რუსთაველის გამზირზე და ვათენებთ ღამეს. არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება.
ასევე, მათ ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ შეუძლია ღამის გათენება, ველით ხვალ დილას 08:00 საათზე, რათა ჩაენაცვლონ თანამოქალაქეებს“, - წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.